"რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა "Nord Stream-2" დაიწყოს"
13/10/2022 15:00:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე იერიში მიიტანოს, რათა შემდეგ ევროკავშირმა "Nord Stream-2" დაიწყოს.
"მათ მწყობრიდან გამოიყვანეს გაზსადენი "Nord Stream-1". ამის მსგავსად ისინი კიდევ რაღაცას ააფეთქებენ თავიანთ ტერიტორიაზე, რადგან ეს მათი სტილია. ისინი ამაში ჩვენ დაგვადანაშაულებენ და იერიშს მიიტანენ ჩვენს გაზის ტრანსპორტირების სისტემაზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში.
მისი თქმოთ, "რუსეთი ასეთი შანტაჟით შეეცდება, დააშინოს ევროკავშირი და აიძულოს ის "Nord Stream-2" აამოქმედოს, რაც ევროპამ არ უნდა დაუშვას".


