
უკრაინაში ერთი რაიონიდან მობილიზებული ხუთი რუსი სამხედრო დაიღუპა
13/10/2022 14:00:34 ევროპა
უკრაინაში 5 რუსი დაიღუპა, რომლებიც მობილიზაციაზე ჩელიაბინსკში, კორკინსკის მუნიციპალური ოლქის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის მიერ იყვნენ გამოძახებულნი,– ამის შესახებ გამოცემა URA.RU რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
რეგიონის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დაღუპულთა ოჯახებისთვის 1 მილიონ რუბლს გამოყოფს.
მათი გარდაცვალების გარემოებები არ სახელდება. It's My City-ის ცნობით, ეს ომში მობილიზებულთა დაღუპვის პირველი ოფიციალური დადასტურებაა. მანამდე მათი საწვრთნელ მოედნებზე ან სასწავლო ნაწილებში დაღუპვის შესახებ ცნობებს ადასტურებდნენ.
მანამდე ადვოკატმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ პირველი მობილიზებული რუსი ადვოკატი – ანდრეი ნიკიფოროვი სანკტ-პეტერბურგიდან ლისიჩანსკთან, ლუგანსკის რეგიონში დაიღუპა. ის 25 სექტემბერს გაიწვიეს.
ვლადიმირ პუტინმა რუსეთში მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა, რამაც რუსეთიდან მოქალაქეთა გადინების მეორე ტალღა წამოქმნა – ქვეყანა ათასობით პირმა დატოვა.
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მობილიზაცია ნაწილობრივია, თუმცა, როგორც ფაქტებით დასტურდება, გაწვევას უქვემდებარებენ ყველა პროფესიის და ოჯახური მდგომარეობის ადამიანს. ფიქსირდება ქორუფციის შემთხვევებიც.