ბორელი: "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის არმია განადგურდება"
13/10/2022 13:46:42 მსოფლიო
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ნებისმიერ ბირთვულ თავდასხმის შემთხვევაში რუსეთის არმია განადგურდება", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუგეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არის ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ეს ბლეფი არ არის. მას არ შუძლია, საკუთარ თავს ბლეფის უფლება მისცეს. თუმცა ცხადი უნდა იყოს, რომ არც უკრაინის მხარდამჭერი ხალხის, ევროკავშირის და მისი წევრების, აშშ-ის და ნატო-ს მხრიდან არ არის ბლეფი. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა შექმნის პასუხს, თუმცა არა ბირთვულ პასუხს, არამედ ისეთ მძლავრ სამხედრო პასუხს, რომ რუსეთის არმია განადგურდება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


