Accentnews.ge
განათლების მინისტრის მოადგილე: "ვაკის პარკში" გარდაცვლილი ბავშვი დილას სკოლაში არ გამოცხადებულა"

განათლების მინისტრის მოადგილე: "ვაკის პარკში" გარდაცვლილი ბავშვი დილას სკოლაში არ გამოცხადებულა"

13/10/2022 12:57:31 პოლიტიკა, საზოგადოება

განათლების მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, მოზარდები, რომლებსაც დღეს დღის პირველ ნახევარში "ვაკის პარკის" ახლადრეაბილიტირებულ შადრევანში დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ერთი მათგანი გარდაიცვალა, 55-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ და ისინი დილიდან სკოლაში არ გამოცხადებულან.

"მოხდა უდიდესი ტრაგედია და ვუსამძიმრებ მ მ.–ს ოჯახს. ყველა სიტყვა არის უძლური იმ ტრაგედიის გამოსახატად, რაც დატრიალდა. 55-ე სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და იმ რეგულაციების მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი აცნობოს მშობლებს ბავშვების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ, მან შეასრულა. დამრიგებელმა საერთო ჩატით შეატყობინეს მშობლებს, რომ ბავშვები არ გამოცხადდნენ სკოლაში", - თქვა თამარ მახარაშვილმა.

გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც.

ცნობისთვის: "ვაკის პარკში", შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და იგი ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ორი მოზარდიდან კი ერთი მალევე გაწერეს, ერთი ბავშვი კი კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ვაკის პარკში 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შადრევანზე "გრინსერვის +" ასრულებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოებზე ბოლო ინსპექტირება 2022 წლის 29 აგვისტოს არის ჩატარებული.

გუშინ განახლებული შადრევნები საზეიმოდ გახსნა ქალაქის მერმა კახა კალაძემ. მან დღეს განაცხადა, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S