Accentnews.ge
კალაძე – დენის დარტყმის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე: "ეს არის ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი"

კალაძე – დენის დარტყმის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე: "ეს არის ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი"

13/10/2022 10:59:57 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისის მერი კახა კალაძე "ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარს გამოიძიებენ და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი.

"უმძიმესი ფაქტია, თავზარდაცემულები ვართ. რაც შეეხება გამოძიებას, დაწყებულია, ჩართულია ყველა უწყება და ცხადია, ყველა დაისჯება შესაბამისად, კანონის ფარგლებში. სამუშაოები აწარმოა, ცენტრალური კონკტრაქტორი იყო Green service, კონტრაქტორები არ ვიცი. შემოწმებული იყო პროექტი, დიდი ხანია, დასრულებულია, უბრალოდ, გუშინ ვიყავით მისულები. უდიდესი თემაა, უმძიმესი. თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა მერმა.

ბავშვი, რომელსაც "ვაკის პარკის" შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. განცხადება ცოტა ხნის წინ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა.

მოზარდი ხეჩინაშვილის კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღეს "ვაკის პარკის" ფანტანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვებს ფანტანში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ფანტანში ჩავიდნენ.

როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S