
პრემიერი – დენის დარტყმის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე: "დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება"
13/10/2022 10:56:02 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ვაკის პარკში" დენის დარტყმის შედეგად მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება".
ღარიბაშვილი გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება", – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.