Accentnews.ge
გარდაიცავალა ბავშვი, რომელსაც "ვაკის პარკში" დენმა დაარტყა

გარდაიცავალა ბავშვი, რომელსაც "ვაკის პარკში" დენმა დაარტყა

13/10/2022 10:28:44 საზოგადოება

ბავშვი, რომელსაც "ვაკის პარკის" შადრევანში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. განცხადება ცოტა ხნის წინ ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა.

მოზარდი ხეჩინაშვილის კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დღეს "ვაკის პარკის" ფანტანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვებს ფანტანში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ფანტანში ჩავიდნენ.

როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S