Accentnews.ge
ბოლო 2 დღეში საქართველოს საზღვართან რუსეთის 13 მოქალაქეს ჩააბარეს სამობილიზაციო უწყისები

ბოლო 2 დღეში საქართველოს საზღვართან რუსეთის 13 მოქალაქეს ჩააბარეს სამობილიზაციო უწყისები

13/10/2022 10:14:10 საზოგადოება

ბოლო 2 დღეში საქართველოს საზღვართან რუსეთის 13 მოქალაქეს ჩააბარეს სამობილიზაციო უწყისები. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო კომისრის მოადგილე აბრილ აბდულაევი აცხადებს.

მისი თქმით, გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე" რუსეთის დატოვების მსურველ 8 პირს, ხოლო „ქვემო ზარამაგის“ პუნქტზე 5 კაცს ჩააბარეს სამობილიზაციო უწყისები.

რუსული მედიის ცნობით, "საქართველოს საზღვარზე ხალხის დიდი ნაკადის გადინების დღეებში 180-ზე მეტი უწყისი გაიცა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S