Accentnews.ge
მედია– რუსეთს დასავლეთის სანქციების გადალახვაში ჩინეთი და თურქეთი ეხმარებიან

მედია– რუსეთს დასავლეთის სანქციების გადალახვაში ჩინეთი და თურქეთი ეხმარებიან

13/10/2022 10:05:12 მსოფლიო

"სანქციები ამცირებს რუსეთის უნარს, დააფინანსოს ომი, მაგრამ ჩინეთი და თურქეთი მოსკოვს დასავლეთის ბლოკადის გადალახვაში ეხმარებიან", – იუწყება Euobserver ევროკავშირის კომისიის 10 ოქტომბრის ანგარიშზე დაყრდნობით.

ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის ყველაზე მტკივნეული სანქციები რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებს შეეხო.

„ჩინეთიდან რუსეთში ძირითადი 30 პროდუქტის (სატრანსპორტო აღჭურვილობიდან დაწყებული ელექტრო ტექნიკით დამთავრებული) ექსპორტი, რომელიც ადრე ევროკავშირიდან და აშშ-დან იყო იმპორტირებული, ძლიერ შემცირდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მაგრამ აგვისტოში 20%–ით გაიზარდა. თურქეთის ექსპორტის ღირებულება რუსეთში თითქმის გაორმაგდა მეორე კვარტალში და აჩვენა იგივე ტენდენცია რამდენიმე ძირითად სექტორში“, – აღნიშნულია, Euobserver–ის ცნობით, ანგარიშში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S