Accentnews.ge
ამინდის 14 –18 ოქტომბრის პროგნოზი

ამინდის 14 –18 ოქტომბრის პროგნოზი

13/10/2022 09:36:06 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი ამინდი. ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი გრილი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +14, +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ქ.თბილისში 19 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S