Accentnews.ge
უკრაინამ "საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან" გადაუდებელი დაფინანსების სახით 1.3 მლრდ აშშ დოლარი მიიღო

უკრაინამ "საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან" გადაუდებელი დაფინანსების სახით 1.3 მლრდ აშშ დოლარი მიიღო

13/10/2022 09:33:14 მსოფლიო

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.

"თანხები მოხმარდება პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებს და ეკონომიკის მხარდაჭერას“, - წერს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საერთო ჯამში, 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო.

„მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების, მათი ურყევი მხარდაჭერისთვის", - აცხადებს შმიგალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S