
"ვაკის პარკის" ფანტანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა
13/10/2022 09:04:45 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, "ვაკის პარკის" ფანტანში სამ მოზარდს დენმა დაარტყა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვებს ფანტანში ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ფანტანში ჩავიდნენ.
ბავშვები ხეჩინაშვილის კლინიკაში შოკის მდგომარეობაში იმყოფებიან
როგორც "აქცენტს" შსს–ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.