Accentnews.ge
ოსტინი: "დავიცავთ ნატო–ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს და უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება"

ოსტინი: "დავიცავთ ნატო–ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს და უკრაინის დახმარებას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება"

13/10/2022 08:15:42 მსოფლიო

აშშ დაიცავს ნატო–ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს და უკრაინის დახმარებას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება. კვლავ აღვნიშნავ, რომ შეერთებული შტატები ნატო–ს წესდების მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების ერთგულია და ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ალიანსის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებიც უკრაინას დახმარებას უწევენ. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის მერვე თვე მიმდინარეობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა ეს გააკეთა, მოკავშირეები უსაფრთხოების კუთხით დახმარების გაწევას აგრძელებნ. მე ვერ ვიამაყებ იმ საქმით, რაც გაკეთდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის არსებითი ფორუმი კონსულტაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას", – განაცხადა ოსტინმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S