Accentnews.ge
ნატო–ს გენმდივანი: "უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მივაწვდით"

ნატო–ს გენმდივანი: "უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მივაწვდით"

13/10/2022 08:01:26 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. ამის შესახებ მან ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივესალმები შეერთებული შტატების უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, ასევე უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელსაც უკრაინას ევროპელი მოკავშირეები, კანადა და პარტნიორები უწევენ. უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გავაძლიერებთ და ქვეყანას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მივაწვდით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალური მდივანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი გზავნილი რუსეთის მიმართ:

„მივესალმები საერთაშორისო თანამეგობრობის გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს. გაერო-ში გამართული კენჭისყრა იყო უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მკაფიო მოწოდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გვიჩვენებს, რომ უნდა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩვენი ძირითადი ღირებულებებისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S