ბრიტანული დაზვერვა: "ხერსონში სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციას ამზადებენ"
13/10/2022 07:26:38 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გასცა ხერსონიდან სამოქალაქო პირების ნაწილის ევაკუაციისთვის მზადების ბრძანება, რაც სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ელოდებიან საბრძოლო მოქმედებების გავრცელებას უშუალოდ ქალაქ ხერსონზე.
რუსეთის ჯარებმა, რომლებმაც ოქტომბრის დასაწყისში, ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით უკან დაიხიეს დაახლოებით 20 კილომეტრით, ამჟამად ცდილობენ ფრონტის ახალი ხაზი გაამყარონ სოფელ მილოვეს დასავლეთით. აღნიშნული სოფელი ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონს ეკუთვნის. ბოლო დღეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბერისლავის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა.


