Accentnews.ge
ბელარუსებს შესაძლოა, ქვეყნის დატოვება აუკრძალონ

ბელარუსებს შესაძლოა, ქვეყნის დატოვება აუკრძალონ

12/10/2022 19:45:05 ევროპა

ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ბელარუსის КГБ–ს საშუალებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლა „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“. აკრძალვა სეეხებათ პირებსაც, რომელა წინააღმდეგად ადმინისტრაციული საქმეებია აღძრული „ხელისუფლების ბრძანების წინააღმდეგ დანაშაულის“ ფარგლებში. ეს შეიძლება, მოიცავდეს აქციებში მონაწილეობას ან მათ ორგანიზებას, თანამდებობის პირის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას.

კონკრეტულად რა შეიძლება ჩაითვალოს მოგზაურობის აკრძალვის მიზეზად „ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, კანონპროექტში არ არის დაკონკრეტებული.

სამხედრო პირები და სამხედრო ორგანიზაციების სამოქალაქო პერსონალი, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო მოხელეები ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შეძლებენ.

ადრე ბელარუსიის დატოვება შეზღუდული იყო მხოლოდ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიების ქვეშ მყოფი პირებისთვის და მათთვის, ვინც ადმინისტრაციული მუხლით იყო დაჯარიმებული, თუმცა ჯარიმა არ ჰქონდა გადახდილი.

არის თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილება უკრაინაში მიმდინარე ომთან და მასში ბელარუსის შესაძლო უშუალო ჩართულობასთან, რომლის ირგვლივაც შეშფოთება იზრდება, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა პროცესზე დამკვირვებლებს ეს ომისთვის მზადების განცდას უჩენს ლუკაენკოს რიტორიკასთან ერთად.

იხილეთ ასევე: "ზეწოლა უპრეცედენტოდ გაიზარდა“: რით დაეხმარება ლუკაშენკო პუტინს

2020 წელს ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც დაკავშირებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილებასთან, ლუკაშენკოს მთავრობამ დაიწყო მკაცრი რეპრესიები კრიტიკოსთა წინააღმდეგ. ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე 13 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.

2022 წლის 5 ივლისის მდგომარეობით, ბელარუსის ციხეებში 1231 პოლიტპატიმარი იმყოფებოდა. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები. ფიქსირდება წამების არაერთი ფაქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S