Accentnews.ge
სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში საგუშაგოები განათავსეს, ამოწმებენ ყველას – მედია

სიმფეროპოლსა და სევასტოპოლში საგუშაგოები განათავსეს, ამოწმებენ ყველას – მედია

12/10/2022 18:39:57 მსოფლიო

სიმფეროპოლისა და სევასტოპოლის შესასვლელთან ბლოკპოსტებია განთავსებული, რუსული პოლიცია ყველა მანქანას ამოწმებს,– იუწყება სევასტოპოლის გამოცემის ტელეგრამ–არხი «Севкор».

„ტავრიდის გასასვლელში, სევასტოპოლისკენ მიმავალ გზაზე განთავსებულია საგუშაგოები (...). აჩერებენ ყველა მანქანას, ამოწმებენ ყველას საბუთებს, ნომრებს, სთხოვენ საბარგულის ჩვენებას. საგზაო პოლიციის თანამშრომლების გარდა, არიან ჯარისკაცები ავტომატებით. მსგავსი პოსტები გამოჩნდა სიმფეროპოლში“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

ოფიციალურად, რუსეთის ხელისუფლება ყირიმსა და სევასტოპოლში არ საუბრობს ბლოკპოსტებზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სევასტოპოლის შესასვლელთან რუსმა პოლიციამ უკრაინული სანომრე ნიშნიანი მანქანების გაჩერება და შემოწმება დაიწყო.

აგვისტოდან ყირიმსა და სევასტოპოლში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები. 8 ოქტომბერს კი აფეთქება მოხდა ყირიმის ხიდზე, რომელიც ვლადიმირ პუტინის საამაყო პროექტად სახელდება და სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს მოსკოვი უკრაინის ომში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S