Accentnews.ge
უკრაინის არმიამ ხერსონში 75 დასახლება გაათავისუფლეს – იანუშევიჩი

უკრაინის არმიამ ხერსონში 75 დასახლება გაათავისუფლეს – იანუშევიჩი

12/10/2022 17:37:18 ევროპა

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა უკვე გაათავისუფლეს ხერსონის ოლქის 75 დასახლება, მათგან 29 – ოქტომბერში.

„გარდა იმ დასახლებებისა, რომელთა შესახებაც „სამხრეთის“ სარდლობა იტყობინებოდა, ესენი არიან:ნოვოვასილიევკა, ნოვოგრიგოროვკა, ნოვოკამენკა, ტრიფონოვკა, კრასნოე - ლიუბიმოვკა, კრეშჩენოვკა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, ბოლშაია და მალაია ალექსანდროვკა, დავიდოვ ბროდ, ნოვოკრეოვო და ა.შ.

ხერსონის ოლქის განთავისუფლება გრძელდება. მეტს ვერ გეტყვით, საინფორმაციო სიჩუმეა საჭირო, მაგრამ სასიხარულო ამბებს ყოველდღე უნდა ველოდოთ“,– აღნიშნა იაროსლავ იანუშევიჩმა.

იანუშევიჩის თქმით, დეოკუპირებულ დასახლებებში მდგომარეობა „უბრალოდ საშინელია“ – რუსებმა დაანგრიეს ინფრასტრუქტურა: სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

მანამდე მან განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონის დეოკუპირებულ დასახლებებში მობილური კომუნიკაციები ეტაპობრივად აღდგება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S