Accentnews.ge
НАТО რუსეთის ბირთვულ დარტყმაზე "ფიზიკური პასუხისთვის" ემზადება - მედია

НАТО რუსეთის ბირთვულ დარტყმაზე "ფიზიკური პასუხისთვის" ემზადება - მედია

12/10/2022 17:07:48 მსოფლიო

რუსეთის ბირთვული დარტყმა შეცვლის უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მსვლელობას და დიდი ალბათობით, გამოიწვევს კიევის მოკავშირეების და პოტენციურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ფიზიკურ პასუხს",– წერს უკრაინული მედია Reuters–ზე დაყრდნობით, რომელსაც ნატო–ს მაღალჩინოსანი ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ ატომური იარაღის ნებისმიერ გამოყენებას ექნება მისთვის "უპრეცედენტო შედეგები" და "სავარაუდოდ, გამოიწვევს მრავალი მოკავშირის და პოტენციურად, თავად ნატოს ფიზიკურ პასუხს".

ალიანსის წარმომადგენელმა დასძინა, რომ რუსეთი თავისი ბირთვული მუქარით უპირველეს ყოვლისა, ცდილობს, ხელი შეუშალოს ნატოს და სხვა სახელმწიფოების პირდაპირ ჩართვას უკრაინის ომში.

11 ოქტომბერს ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ "რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არც არასოდეს უნდა იბრძოლოს“.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ გადაადგილებაში, თუმცა ფხიზლად ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S