
გერმანია უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს
12/10/2022 15:21:54 ევროპა
გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
“რამშტაინის” ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, - წერს გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო.
შეიარაღების ზუსტი რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული.
ცნობისთვის: უკრაინას გერმანიისგან უკვე გადაეცა მინიმუმ 5 MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და რამდენიმე ათეული Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა.