
უკრაინაში სამი რუსი პოლიციელი მოკლეს
12/10/2022 14:41:12 ევროპა
სამი პოლიციელი რუსეთის კრასნოიარსკის მხარიდან უკრაინაში "ფრონტის ხაზზე" დაიღუპა,– ამის შესახებ, გამოცემა „Проспект мира“–ს ცნობით, 12 ოქტომბერს მათ დაკრძალვაზე განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ უსმა.
რუსული პოლიციის ოფიცრები ილია ფაუსტოვი, ალექსეი მუფტახოვი და ანდრეი რეინი ივნისის ბოლოს წავიდნენ ომში. მანამდე რუსეთის შსს-ში აცხადებდნენ, რომ ისინი მივლინებაში იმყოფებოდნენ, თუმცა კონკრეტულად სად, არ უთქვამთ.
ერთ-ერთი დაღუპულის ილია ფაუსტოვს, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონალურ ცენტრში საქმიანობდა, უფლებადამცველები და ოპოზიციონერები რეჟიმის კრიტიკოსების დევნაში, მათთვის პროვოკაციების მოწყობასა და წამებაში ადანაშაულებდნენ.
როგორც იუწყებიან. ისინი 9 ოქტომბერს დაიღუპნენ. რატომ იმყოფებოდნენ პოლიციელები წინა ხაზზე და მათი გარდაცვალების სხვა გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია.
კრასნოიარსკის შსს–ს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა იეგორ რომანოვმა დაკრძალვაზე პირობა დადო, რომ „გააგრძელებს მათ მისიას და შურს იძიებს მათ გამო“.
მანამდე "მედიაზონამ" და BBC–მღია მონაცემებით 7184 რუსი ჯარისკაცის დაღუპვის დადასტურება შეძლეს, რაც აჭარბებს რუსეთის ოფიციალურ მონაცეებს, თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ იმასაც, რომ რეალური მონაცემი გაცილებით დიდია, უბრალოდ მათ ამ ეტაპზე ვერ შეძლეს მეტის იდენტიფიცირება.