Accentnews.ge
ევროკომისია ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით გამოვიდა

ევროკომისია ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით გამოვიდა

12/10/2022 13:52:40 მსოფლიო

ევროკომისია ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

"უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით", – განაცხადა ლაიენმა.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის განაცხადი 2016 წელს გააკეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S