"კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ევროკავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით"
12/10/2022 13:41:34 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ "კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ევროკავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით". ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"უკრაინა და მოლდოვა ახლა ჩვენს კავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან. დღეს ჩვენ ვთავაზობთ ბოსნია და ჰერცეგოვინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივაც. რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით", – განაცხადა ლაიენმა.


