Accentnews.ge
„ანკარას იარაღს აღარ მივაწვდით და უმკაცრესად მოვუწოდებ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში“

„ანკარას იარაღს აღარ მივაწვდით და უმკაცრესად მოვუწოდებ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში“

17/10/2019 08:22:44 სხვა, მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თურქეთს მოუწოდებს,  სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.

„უმკაცრესად მოვუწოდებ თურქეთს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში. ეს ჰუმანიტარული დრამაა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ნეგატიური გეოპოლიტიკური შედეგები, ამიტომ გერმანია არსებულ პირობებში თურქეთს იარაღს არ მიაწვდის“,  – განაცხადა მერკელმა.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.  

14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S