უკრაინამ ხერსონის რეგიონში ოკუპანტებისგან კიდევ 5 დასახლება გაათავისუფლა
12/10/2022 11:08:28 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრეს–სპიკერი ვლადისლავ ნაზაროვი იუწყება.
მისი თქმით, სამხრეთ უკრაინის ოპერაციულ ზონაში ვითარება დაძაბულია, მაგრამ კონტროლირებადი.
„ჩვენმა ნაწილებმა წარმატებას მიაღწიეს ბერისლავის რაიონის ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის დასახლებების გათავისუფლებაში“, - განაცხადა ნაზაროვმა.


