Accentnews.ge
"უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ომი იქნებოდა, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება"

"უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ომი იქნებოდა, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება"

12/10/2022 10:14:49 მსოფლიო

"უნდა ვაღიარო, როდესაც ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ომი იქნებოდა, ჩვენ არ გვინდოდა ამის დაჯერება", – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე განაცხადა.

მისი თქმით, ომის დაწყებამდე მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაურეკა და უთხრა, რომ რუსეთი შეტევას დაიწყებდა კვირის ბოლოს.

„და ორი დღის შემდეგ მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა და არ გვეგონა, რომ უკრაინა მზად იყო, წინააღმდეგობა გაეწია ისე ძლიერად და წარმატებით, როგორც ამას აკეთებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის წყალობით. ამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა, თავისი წვლილიც შეიტანეს“, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი არ თვლიდა, რომ პუტინს შეეძლო მასობრივი მობილიზაციისა და ბირთვული საფრთხეების წინ წამოწევა.

„ვფიქრობ, თქვენ, ყველამ ნახეთ პუტინის ბოლო გამოსვლა, როდესაც მან ანექსია გამოაცხადა. ეს გამოსვლა ყველა ევროპელმა მოქალაქემ უნდა ნახოს, განსაკუთრებით კი თქვენ. თქვენ უნდა აუხსნათ მსოფლიოს, რას ნიშნავს მისი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ და რა არის ომის ნამდვილი მიზეზები“, – განაცხადა ბორელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S