„ენერგოატომი“: "დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია"
12/10/2022 09:31:34 მსოფლიო
დღეს დილით რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის ოლქში „დნეპროვსკაიას“ ქვესადგური დაზიანდა, - ამის შესახებ „ენერგოატომი“ იუწყება.
მისი ცნობით, "დაბომბვის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ელექტროქსელიდან მთლიანად გათიშულია":
"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური-დნეპროვსკაიას ხაზი ავარიულად გაითიშა და ავტომატურად ჩაირთო დიზელის გენერატორები"
"ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ მათ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დიზელის საწვავის მორიგი პარტია გაგზავნეს, თუმცა რუსული მხარე კომპანიის ავტომობილების კოლონას გავლის საშუალებას არ აძლევს.


