Accentnews.ge
ლონდონში დააკავეს ბიზნესმენი, რომელიც რუს ოლიგარქს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა

ლონდონში დააკავეს ბიზნესმენი, რომელიც რუს ოლიგარქს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა

12/10/2022 06:59:31 ევროპა

62 წლის ბიზნესმენი გრეჰემ ბონემ-კარტერი დააკავეს ლონდონში, რომელიც რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, – იუწყება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

აშშ მის ექსტრადაციას ითხოვს. ბიზნესმენს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ცნობით, ხსენებულმა ბიზნესმენმა უზრუნველყო მისი დამსაქმებლის, რომელიც სანქციების ქვეშაა, ქონების მართვა და გაწია სხვა მომსახურეობა, „დამალა აშშ-ში დერიპასკას აქტივების დაფინანსების, შენარჩუნებისა და მართვის წყაროები საერთაშორისო სანქციების დარღვევით“. საუბარია 2014 და 2018 წლებში რუს ოლიგარქზე დაწესებულ სანქციებზე.

უწყების ცნობით, ბონემ-კარტერი რუს ოლიგარქთან 2003 წლის ივლისიდან მუშაობს. მაგალითად, ის მართავდა მილიარდერის უძრავ ქონებას ევროპაში, მათ შორის სახლს ლონდონში. მას შემდეგ, რაც დერიპასკა სანქციების სიაში დაემატა, ბონემ-კარტერმა, რომელიც აცნობიერებდა რისკებს, განაგრძო მუშაობა მისთვის.

ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ბიზნესმენი მონაწილეობდა მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციებში დერიპასკას უძრავი ქონების მართვისთვის შეერთებულ შტატებში, სადაც ოლიგარქმა 2005 წლიდან 2008 წლამდე სამი სახლი იყიდა.

გარდა ამისა, ბონემ-კარტერი ეჭვმიტანილია დერიპასკას მიერ ნიუ-იორკისა და ლონდონის აუქციონის სახლებში შეძენილი ხელოვნების ნიმუშების უკანონოდ გადაცემის მცდელობაში. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრიტანელი აუქციონის სახლებს შეგნებულად უმალავდა ინფორმაციას, რომ მესაკუთრე რუსი ოლიგარქი იყო.

ოლეგ დერიპასკა 2018 წელს აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის გამო, მაგრამ რუსმა ოლიგარქმა მოახერხა თავისი კომპანიების სიიდან ამოღება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დერიპასკას წინააღმდეგ სანქციები გაფართოვდა. შეზღუდვებს შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ავსტრალია.

2022 წლის სექტემბერში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დერიპასკა სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა: ოლიგარქმა გამოიყენა აშშ-ის ფინანსური სისტემა სამი ძვირადღირებული ქონების შესანარჩუნებლად და დაიქირავა ქალი, რათა გაეყიდა მუსიკალური სტუდია კალიფორნიაში 3,1 მილიონ დოლარად. მას ასევე ბრალად ედება 2020 და 2022 წლებში მეგობარი ქალის ეკატერინა ვორონინას რუსეთიდან შეერთებულ შტატებში მოგზაურობის ორგანიზება, რომელმაც მას იქ შვილები გაუჩინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S