Accentnews.ge
ბაიდენმა პუტინს "რაციონალური აქტორი" უწოდა, რომელმაც "შეცდომა დაუშვა"

ბაიდენმა პუტინს "რაციონალური აქტორი" უწოდა, რომელმაც "შეცდომა დაუშვა"

12/10/2022 06:19:45 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რაციონალური აქტორია“, თუმცა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან არასწორად გათვალა.

„ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც საგრძნობლად არასწორად გათვალა“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში.

ბაიდენის აზრით, პუტინი შეცდა, სჯეროდა რა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას:

„ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის“ სახლი, სადაც მიიღებდნენ. მან უბრალოდ არასწორად გათვალა“.

ამასთან, ბაიდენმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ არ ჰგონია, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს.

მისივე თქმით, პუტინის მუქარებს დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს:

„არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე, თითქოს ეს რაციონალური რამ არის. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება, მოხდეს. არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება და შეიძლება არმაგედონით დასრულდეს“.

ბაიდენმა არ დააკონკრეტა, როგორი იქნება აშშ-ს პასუხი, თუ პუტინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას.

„იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო იქნება საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებდით ან რას არ გავაკეთებდით“,– აღნიშნა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S