Accentnews.ge
"ყველაზე მეტად რაც გვჭირდება საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი უზრუნველვყოთ"

"ყველაზე მეტად რაც გვჭირდება საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი უზრუნველვყოთ"

11/10/2022 19:30:31 მსოფლიო

დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეირაღებული, ვიდრე ტერორისტები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკი საერთაშორისო საზოგადოებას საჰაერო თავდაცვითი სისტემების უკრაინისთვის გადაცემას სთხოვს.

„რუსული რაკეტები არ დაფრინავს ევროპის საბავშვო მოედნებზე. ვაშინგტონში სკოლის მოსწავლეებმა არ იციან, რა არის განგაშის სიგნალის ხმა. ჩვენ მოკავშირეებს უკვე აღარ ვთხოვთ ცის ჩაკეტვას. ყველაზე მეტად რაც გვჭირდება საჰაერო თავდაცვის და ანტისარაკეტო სისტემებია, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი შვილების უსაფრთხო ძილი ვუზრუნველყოთ. დემოკრატია უფრო კარგად უნდა იყოს შეიარაღებული, ვიდრე ტერორისტები“, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S