
საქართველოში თურქეთის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს
17/10/2019 07:41:50 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
თურქეთის რეპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ- გვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ ამ დრომდე დადასტურებულად ყალბი ფეისბუქ გვერდებია:
https://www.facebook.com/2144174372520811/posts/2454256784845900/
https://www.facebook.com/2144174372520811/posts/2452875028317409/
გთხოვთ, არ მიიღოსთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას“, – აცხადებენ საელჩოში.