Accentnews.ge
ბრემერი: "მასკი უკრაინის "სამშვიდობო გეგმის" გამოქვეყნებამდე პუტინს ესაუბრა"

ბრემერი: "მასკი უკრაინის "სამშვიდობო გეგმის" გამოქვეყნებამდე პუტინს ესაუბრა"

11/10/2022 17:21:33 მსოფლიო

„ევრაზიის ჯგუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი აცხადებს, რომ „სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით "სამშვიდობო გეგმის" გამოქვეყნებამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

"მასკმა მითხრა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად იყო მოლაპარაკებისთვის, თუ ყირიმი რუსეთის კონტროლის ქვეშ დარჩებოდა", – აცხადებს ბრემერი.

მისი თქმით, "პუტინი მასკს დაჟინებით მიმართა, რომ უკრაინას მოუწევდა, მიეღო მუდმივი ნეიტრალიტეტი და ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის და ზაპორიჟიეს რეგიონების ანექსია".

"მასკმა განაცხადა, რომ პუტინმა მას თხრა, რომ ამ მიზნებს მიაღწევდა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით, თუ უკრაინა ყირიმში შეიჭრებოდა. მასკმა პუტინს განუცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებს ბრემერი.

ცნობისთვის: ილონ მასკმა გადაწყვიტა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო "ტვიტერზე".

მისი გეგმა შემდეგია:

„მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის:

  • განმეორებით, გაერო–ს ზედამხედველობის ქვეშ, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება;
  • ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე);
  • ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია;
  • უკრაინა რჩება ნეიტრალური“.

უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების პრორუსულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა 23-27 სექტემბერს ჩაატარეს ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესასვლელად. 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი რეგიონი ანექსირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S