"დიდი შვიდეულის" ლიდერები პირობას დებენ, რომ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაში თავდასხმებზე
11/10/2022 16:32:45 მსოფლიო
"დიდი შვიდეულის" ლიდერები პირობას დებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პასუხს აგებს უკრაინაში თავდასხმებზე. ამის შესახებ ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“ჩვენ მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”, - აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში.
“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ასევე მზად არიან, უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება.


