Accentnews.ge
ზელენსკი – “დიდი შვიდეულის” ლიდერებს:"უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს"

ზელენსკი – “დიდი შვიდეულის” ლიდერებს:"უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს"

11/10/2022 16:28:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განლაგების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან “დიდი შვიდეულის” ლიდერებთან სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის განხორციელბა ბელარუსის ომში პირდაპირ ჩართვის შესაძლებლობას შეამცირებს.

“რუსეთი ცდილობს, პირდაპირ ჩაითრიოს ბელარუსი ამ ომში, პროვოკაციის გათამაშებით, თითქოს ჩვენ ამ ქვეყანაზე დარტყმას ვაპირებთ. უკრაინა არ გეგმავდა და არ გეგმავს სამხედრო ღონისძიებებს ბელარუსის წინააღმდეგოდ. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვაინტერესებს. თუმცა ბოლომდე რომ მოვხსნათ ეს პროვოკაცია, მოვხსნათ ეს ნარატივები, რომლებსაც ლუკაშენკო ახმოვანებს, რომ მოვხსნათ ჩვენგან რაიმე საფრთხის თუნდაც შესაძლებლობაც კი, ჩვენს გამოსავალს გთავაზობთ. უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის მონიტორინგისთვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მისია უნდა განლაგდეს. ფორმატის შემუშავება ჩვენს დიპლომატებს შეუძლიათ. მე გთხოვთ “დიდი შვიდეულის” დონეზე ამ ინიციატივას მხარი დაუჭიროთ”, - მიმართა ზელენსკიმ “დიდ.ი შვიდეულის” ლიდერებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S