Accentnews.ge
მედია – უკრაინამ გერმანიისგან ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო

მედია – უკრაინამ გერმანიისგან ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო

11/10/2022 16:01:53 მსოფლიო

უკრაინამ გერმანიისგან ანტისაჰაერო სისტემა IRIS-T მიიღო, – იუწყება გერმანული მედია.

მისი ცნობით, სისტემის ერთი კომპლექტის გადაცემა დღეს პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მოხდა.

გუშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინს სურს, უკრაინას გადასცეს პირველი IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა უახლოეს დღეებში.

გამოცემის ცნობით, იგეგემება სისტემის კიდევ სამი კომპლექტის გადაცემა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ წელს განხორციელდება.

IRIS-T –ს რაკეტების განადგურება 20 კილომეტრის სიმაღლეზე და 40 კილომეტრის რადიუსში შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S