Accentnews.ge
გვარამია: "ფონდებისგან დაფინანსებაზე უარის თქმა, პოტენციურად ტელევიზიების დახურვას იწვევს"

გვარამია: "ფონდებისგან დაფინანსებაზე უარის თქმა, პოტენციურად ტელევიზიების დახურვას იწვევს"

11/10/2022 15:11:18 საზოგადოება

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც პატიმრობაშია, მადლობას უხდის თანამშრომლებს ფინანსური კრიზისის დროს მუშაობის გამო. მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავისი საქმის განხილვის დროს მიმართა საერთაშორისო პარტნიორებსაც.

"[როცა] ყველაზე დიდი, ვგულისხმობ რეიტინგით, პროდასავლური ძალა სულს ღაფავს, ამ ვითარებაში საგრანტო დაფინანსებაზე უარის თქმა [არმიცემა] დასავლური ფონდების მხრიდან და "კავკასიისთვის", რომელსაც არაფერი განსაკუთრებული არ სჭირდება, უარის თქმა, პოტენციურად იწვევს ამ არხების დახურვას. ეს არის პასუხი პროდასავლური ქართული საზოგადოებისთვის - გვინდა ეს თუ არ გვინდა, ასეა პასუხი..." - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"მთავარ არხზე" ფინანსური კრიზისის გამწვავებას წინ უსწრებდა ნიკა გვარამიას დაკავება.

რამდენიმე თვის წინ გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S