იოზვიაკი: "ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო"
11/10/2022 15:08:52 მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იუწყება.
მისი თქმით, სანქციების ახალი პაკეტის სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსიც გახდეს.
"ეს [სანქციების ახალი პაკეტი] შესაძლოა მოიცავდეს რუსული აქტივების კონფისკაციას, ქონების გაყიდვის აკრძალვას და სხვა დეტალებს, რომლებიც განიხილებოდა წინა პაკეტებში. შესაძლოა, ბელარუსი კვლავ გახდეს სამიზნე, რადგან ის სრულად იყო ამოღებული სანქციების წინა პაკეტიდან", - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.


