Accentnews.ge
ნატო იწყებს წვრთნებს, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს

ნატო იწყებს წვრთნებს, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს

11/10/2022 14:45:34 მსოფლიო

ნატო მომავალ კვირაში იწყებს 7–დღიან წვრთნებს, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს.

როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, წვრთნები სახელწოდებით "უდრეკი შუადღე“ (‘Steadfast Noon’) ყოველწლიურად ტარდება.

"უდრეკი შუადღე“ ყოველწლიური წვრთნებია, რათა უზრუნველვყოთ საიმედო, ეფექტიანი და უსაფრთხო ბირთვული შეკავება", – განაცხადა სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ამასთან, მან რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზეც ისაუბრა.

"რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არც არასოდეს უნდა იბრძოლოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ გადაადგილებაში, თუმცა ფხიზლად ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S