სტოლტენბერგი: "რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არც არასოდეს უნდა იბრძოლოს“
11/10/2022 14:26:03 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "რუსეთმა იცის, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არც არასოდეს უნდა იბრძოლოს“. ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთის ბირთვულ ძალებს. ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ გადაადგილებაში, თუმცა ფხიზლად ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
დასავლეთმა რუსეთი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.


