Accentnews.ge
ნატო–ს გენერალური მდივანი: "პრეზიდენტი პუტინი მარცხდება უკრაინაში"

ნატო–ს გენერალური მდივანი: "პრეზიდენტი პუტინი მარცხდება უკრაინაში"

11/10/2022 14:23:24 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მარცხდება უკრაინაში". ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინას აქვს იმპულსი და აგრძელებს მნიშვნელოვან მიღწევებს, მაშინ როცა რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს საზარელ და განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. პრეზიდენტი პუტინი მარცხდება უკრაინაში“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მან კვლავ მოუწოდა პუტინს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უნდა „შეაჩეროს ბელარუსის თანამონაწილეობა ამ უკანონო კონფლიქტში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S