სტოლტენბერგი: „ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს"
11/10/2022 14:15:22 მსოფლიო
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, მაგრამ უკრაინისადმი ალიანსის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს". ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხვალ ალიანსის ლიდერები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე.
"ოთხშაბათს ნატო–ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მოიწვევენ უკრაინელ კოლეგას, რათა განიხილონ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებისა და სხვა შესაძლებლობების გაგზავნის საკითხი. მოუთმენლად ველოდები შემდგომ მიწოდებებს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.


