მელიტოპოლის მერი: "ქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა"
11/10/2022 13:05:40 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი იუწყება.
"აფეთქებები მელიტოპოლის აეროდრომზე, სადაც ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განალაგეს სამხედრო ბაზა. ოკუპანტებმა მაშინვე დაიწყეს წერა რაღაც "ვარჯიშებზე", თუმცა მცხოვრებლებმა უკვე ისწავლეს "ვარჯიშების" ყრუ ხმების გარჩევა სამხედრო ბაზების ლიკვიდაციის ხმამაღალი აფეთქების ხმისგან“, - წერს ქალაქის მერი სოციალურ ქსელში.


