ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი: "რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება"
11/10/2022 12:32:30 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება. ამის შესახებ მან BBC Radio 4-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია მეტყველებს იმაზე, რომ სამხედროები არ ჰყოფნით.
"ვფიქრობ, ამაზე პასუხი საკმაოდ ნათელია. ქვეყნის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების გამო. ჩვენ ვხედავთ ამ სასოწარკვეთას მრავალ დონეზე რუსეთის საზოგადოებაში და რუსული სამხედრო მანქანის შიგნითაც. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, თვითკმაყოფილებას. რუსეთს, რომელმაც გუშინ უკრაინის ქალაქებზე საშინელი თავდასხმები განახორციელა, ჯერ კიდევ აქვს ძალიან ძლიერი სამხედრო მანქანა", - განაცხადა ფლემინგმა.
მას ასევე ჰკითხეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.
”იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავინახავთ რაიმე ნიშნებს, თუ ისინი დაიწყებენ ამ გზით სვლას. მაგრამ მოდით, ნათლად ვთქვათ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს იქნება კატასტროფა, რაზეც უკვე ბევრმა ისაუბრა", – განაცხადა ფლემინგმა.


