კულება: "ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმით რუსეთი მიზნად ისახავს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას"
11/10/2022 11:38:37 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხაებით, "ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმით რუსეთი მიზნად ისახავს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას"
„რუსეთის თავდასხმების ძირითადი სამიზნეები ენერგეტიკული ობიექტებია. მათ გუშინ ბევრ ობიექტს დაარტყეს და დღესაც იგივე და ახალ ობიექტებს. ეს არის წინასწარ დაგეგმილი ომის დანაშაულები და მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნას - რუსეთის მიზანმიმართული სტრატეგია თვეების განმავლობაში“, - წერს კულება სოციალურ ქსელში.


