Accentnews.ge
კონგრესმა სირიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

კონგრესმა სირიიდან სამხედროების გაყვანის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო

17/10/2019 06:29:49 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაგმო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 354-მა კონგრესმენმა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა. რეზოლუციას არ დაეთანხმა წარმომადგენელთა პალატის 60 წევრი. 

ამასთან, ამერიკელი კონგრესმენები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია. 

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, თეთრ სახლში, კანონმდებლებთან შეხვედრისას პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნერვებმა უმტყუნა. დემოკრატებმა პრეზიდენტთან შეხვედრა დატოვეს. სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების ლიდერებმა, ჩაკ შუმერმა და სტენი ჰოიერმა ჟურნალისტებს უამბეს, რომ დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსის შეურაცხყოფა მიაყენა და შეხვედრა სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემოკრატების შეფასებით, პრეზიდენტის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ სირიის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა რესპუბლიკელების ნახევარზე მეტმა.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუმცა თურქეთის მთავრობა, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად. თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-მა სირიიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანა დაიწყო. აღნიშნულის გამო ოპონენტებმა ტრამპი ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში დაადანაშაულეს.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.  

14 ოქტომბერს გამართულ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თურქეთისთვის იარაღის მიყიდვა შეზღუდეს. 15 ოქტომბერს კი აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S