ერდოღანი პუტინს 12 ოქტომბერს ასტანაში შეხვდება
11/10/2022 10:06:51 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და კრემლის ლიდეირ ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს 12 ოქტომბერს ყაზახეთში შეხვდებიან. ამის შესახებ დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები AFP и DPA თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყებიან.
ორი ქვეყნის ლიდერები ასტანაში ერთმანეთს საერთაშორისო ფორუმის (CICA) აზიის ურთიერთთანამშრომლობისა და ნდობის ზომების კონფერენციაზე შეხვდებიან. წინა დღით ასეთი სავარაუდო შეხვედრის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ედოღანი და პუტინი ბოლოს უზბეკეთში სექტემბრის შუა რიცხვებში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ.
თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლის პოზიციას იკავებს. ანკარამ ინტერვენციის გამო მოსკოვი გააკრიტიკა, თუმცა დასავლეთის მიერ რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებთან შეერთებისგან თავს იკავებს.


