Accentnews.ge
როსტოვში ერთ დღეში რუსეთმა ორი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა

როსტოვში ერთ დღეში რუსეთმა ორი სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა

11/10/2022 09:12:18 მსოფლიო

ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ ორი თვითმფრინავი დაკარგა როსტოვის ოლქში. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, 9 ოქტომბერს, შუადღისას სოფელ როგალიკის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავმა Су-25-მა განიცადა კატასტროფა. დაიღუპა მფრინავიც.

არსებობს ვარაუდი, რომ ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

როგორც იუწყებიან, დღე-ღამის განმავლობაში ეს ამ არეალში უკვე მეორე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როსტოვის ოლქის მთავრობა და გუბენატორი ვასილი გოლუბევი ამ ცნობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S