Accentnews.ge
განათლების სამინისტრო: "ჩხენკელი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად არ განიხილება"

განათლების სამინისტრო: "ჩხენკელი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად არ განიხილება"

11/10/2022 08:29:17 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება, სიცრუეა.

უწყებოს ცნობით, ჩხენკელი მომავალში არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S