უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: "ხარკოვის ოლქში „ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფი გავანადგურეთ"
11/10/2022 07:10:39 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხარკოვის ოლქში „ვაგნერის“ დივერსანტთა ორი ჯგუფის ლიკვიდაცია განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა და მისი რეალიზება შესაძლებელი გახდა საჰაერო დაზვერვისა და შტურმის საშუალებით.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურიცაა, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.


