Accentnews.ge
რუსეთის ერთ–ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა უარი თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე

რუსეთის ერთ–ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა უარი თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე

11/10/2022 06:55:51 მსოფლიო

მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის 15 უმდიდრესი ადამიანიდან ერთ-ერთმა, უარი თქვა ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

მილნერის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს მისმა ოჯახის წევრებმაც.

„მე და ჩემმა ოჯახმა სამუდამოდ დავტოვეთ რუსეთი 2014 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. და ამ ზაფხულს ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი“, - განაცხადა მილნერმა.

როგორც აღინიშნა, მილიარდერმა 1999 წელს ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. 2005 წლიდან იქ რამდენიმე წელი ცხოვრობდა, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად.

იური მილნერი არის DST Global ჯგუფის დამფუძნებელი. მისი ქონება $7,3 მილიარდად არის შეფასებული.

ეს Forbes-ის სიიდან მესამე ბიზნესმენია, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. საინვესტიციო კომპანია Freedom Finance-ის დამფუძნებელმა ტიმურ ტურლოვმა ეს ნაბიჯი ივნისში გადადგა. სექტემბერში რუბენ ვარდანიანმა – საინვესტიციო კომპანიის Troika Dialog-ის ყოფილმა მფლობელმა გამოაცხადა რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ. მან ეს ახსნა სომხეთში დაბრუნების გადაწყვეტილებით, რომლის მოქალაქეც არის.

აპრილში Forbes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულმა მეწარმეებმა სთხოვეს ჟურნალის გამომცემლებს, არ მოეხსენიებინათ ისინი "რუს ბიზნესმენებად". მათ შორის იყვნენ ინვესტორი იური მილნერი, VKontakte-ისა და Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი, ასევე Playrix-ის დამფუძნებლები იგორ და დიმიტრი ბუხმანები და Revolut-ის თანადამფუძნებელი ნიკოლაი სტორონსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S